ლიეტუვაში ინციდენტის შედეგად ოთხი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ დაადასტურა.
“სანამ ვსაუბრობდი, ახალი ამბავი მოვიდა ოთხი ამერიკელი სამხედროს შესახებ, რომლებიც ლიეტუვაში მომხდარ ინციდენტში დაიღუპნენ.
ეს ჯერ კიდევ ახალი ამბავია, ამიტომ დეტალები არ ვიცით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად საშინელი ამბავია, ჩვენი ფიქრები ოჯახებთან და ახლობლებთანაა” – განაცხადა რუტემ.
მანამდე ლიეტუვის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოთხი ამერიკელი სამხედრო შესაძლოა გარდაცვლილიყო.