ნატო „დამანგრეველ“ დარტყმას განხორციელებს ალიანსის რომელიმე წევრი ქვეყნის, მათ შორის პოლონეთის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიის საპასუხოდ. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა ოთხშაბათს ვარშავაში ვიზიტისას.
„ჩვენი რეაქცია დამღუპველი იქნება. ეს აბსოლუტურად მკაფიო უნდა იყოს ვლადიმირ ვლადიმროვიჩ პუტინისთვის ან ნებისმიერი სხვისთვის, ვისაც სურს ჩვენზე თავდასხმა“ – განაცხადა რუტემ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ტუსკმა დაადასტურა, რომ ნატოს გარანტიები ძალიან მნიშვნელოვანია პოლონეთისთვის.