საჰაერო შოუს რეპეტიციის დროს, ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა და ჩამოვარდა

საფრანგეთში, საჰაერო შოუს რეპეტიციის დროს, ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა და ჩამოვარდა. ქვეყნის საჰაერო კოსმოსური ძალების ცნობით, სამივე პილოტმა კატაპულტირება დროულად მოახერხა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა სამშაბათს, სენტ-დიზიეს საჰაერო ძალების ბაზასთან შუადღისას, დაახლოებით 15:35 საათზე მოხდა.  წინასწარი მონაცემებით, შეჯახების დროს, ავიაშოუზე ჰაერში Alpha Jet-ის ექვსი თვითმფრინავი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად, ხმელეთზე არავინ დაშავებულა.

 

მსგავსი თემები