სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ავარი-კატასტროფა განიცადა სახანძრო ვერტმფრენმა, რის შედეგადაც დაიღუპა პილოტი.

ხანძარმა, რომელიც ძლიერმა ქარმა და მშრალმა ამინდმა გამოიწვია, გაანადგურა მთელი კვარტლები, რამაც 27000-ზე მეტი ადამიანი აიძულა, სახლები დაეტოვებინათ.

„ჩვენ ვაყენებთ ყველა ხელმისაწვდომ პერსონალს და აღჭურვილობას ტყის ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ სიტუაცია არასახარბიელოა“ – განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჰან დოკ-სუმ.

 

 

მსგავსი თემები