ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ჭკვიანი ტექნიკა ადამიანებს ანაცვლებს

ჭკვიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ახალგაზრდა მომხმარებლებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ტექნოლოგიების დაჩქარებული გამოყენების წყალობით, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი (AI), დიდი მონაცემები და ნივთების ინტერნეტი (IoT) საყოფაცხოვრებო ტექნიკის ინდუსტრია უფრო ვითარდება.

ამ მიმართულებით კი ჩინეთს მოწინავე ადგილი უკავია. საერთაშორისო მონაცემების პროგნოზების მიხედვით, ჩინურ ბაზარზე ჭკვიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის გადაზიდვის მოცულობა 2025 წლისთვის, სავარაუდოდ, 281 მილიონ ერთეულს მიაღწევს, რაც წელიწადში 7,8 პროცენტიან ზრდას ნიშნავს.

პეკინში, ჩაოიანგის რაიონში მდებარე ელექტრონიკის მაღაზიაში 2000 წლის შემდეგ დაბადებული წყვილებისთვის ჭკვიანი რობოტ მტვერსასრუტები აღმოჩნდა ყველაზე მიმზიდველი. მოწყობილობა პასუხობს ხმოვან ბრძანებებს და აღჭურვილია ეფექტური დასუფთავების ძრავით, რომელიც ზუსტად აყალიბებს მარშრუტებს მთელი სახლის სწრაფად გასაწმენდად. 3D მრავალ განზომილებიანი დაბრკოლებების თავიდან აცილების ტექნოლოგიის გამოყენებით, ის ნავიგაციას უწევს ავეჯს შეჯახების გარეშე.

ქსელთან დაკავშირებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც დისტანციურად იმართება, დღეს ყველაზე გაყივადია.

კვლევის მიხედვით, ჩინეთის ჭკვიანი ტექნიკის მომხმარებელთა 90 პროცენტზე მეტი 40 წლამდე ასაკისაა.

მომხმარებლებს შეუძლიათ, სმარტფონის აპლიკაციის საშუალებით მართონ  კონდიციონერი, ჰაერის გამწმენდი, წყლის გამაცხელებელი, სარეცხი მანქანა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. გახვალ სახლიდან და სახლი დალაგებულის დაგხვდება, სარეცხები დარეცხილი და სახლის საქმეებიც დასრულებული.

2024 წლის “618” სავაჭრო ფესტივალის დროს, ჩინურ ელექტრონული კომერციის გიგანტ JD.com-ზე ტრანზაქციის მოცულობა კედელზე დამონტაჟებული ჭკვიანი ტუალეტებით, ჭკვიანი ტყავის საწოლებით, ჭკვიანი საშხაპე სისტემებით და ენერგოეფექტური ბრტყელეკრანიანი ტელევიზორებით 100 პროცენტით გაიზარდა.

 

მსგავსი თემები