დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის მოსმენა იგეგმება

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსმენაც იგეგმება.

ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი თავად უპასუხებს იმ კითხვებს, რაც მასთან დაკავშირებით კომისიას აქვს.

ცნობისთვის, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეხუთე სხდომაზე 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი განიხილება.

სხდომაზე უკვე მოუსმინეს პაატა დავითაიას, გრიგოლ ვაშაძესა და მიხეილ ქარელს. მოწვეულები არიან ასევე: ირაკლი ოქრუაშვილი, თამაზ ბესტაევი და ზურაბ ნოღაიდელი.

მსგავსი თემები