რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის მიერ გაცემული ბრძანება, რომელიც კრძალავს უკრაინის ენერგოობიექტებზე თავდასხმებს 30-დღიანი მორატორიუმის ფარგლებში, ძალაშია.
„პუტინის ბრძანება მორატორიუმთან დაკავშირებით კვლავ მოქმედებს და სრულდება ჩვენი შეიარაღებული ძალების მხრიდან“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა ბრიფინგზე.
რუსული მხარის განცხადებით, დროებითი მორატორიუმი 18 მარტიდან 30 დღის განმავლობაში მოქმედებს. უკრაინაში კი ამტკიცებენ, რომ რუსეთმა შეთანხმება იმავე დღეს უკვე დაარღვია.