პრაიდის ღონისძიებების აკრძალვის წინააღმდეგ ბუდაპეშტში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა

პრაიდის ღონისძიებების აკრძალვის წინააღმდეგ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მორიგი მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში დაახლოებით 2 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არღვევს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს.

შეგახსენებთ, უნგრეთის პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა კანონპროექტს პრაიდის ღონისძიებების აკრძალვის შესახებ. მმართველი პარტიის ამ ინიციატივას 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 27-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. კანონი ითვალისწინებს პრაიდის აკრძალვას იმ მოტივით, რომ ის შეიძლება, ბავშვებისთვის საზიანოდ ჩაითვალოს.

მსგავსი თემები