,,რუსთავში ცხოვრობდა ლევანი, მომხდარით ყველანი შეძრულები ვართ” – ახალგაზრდა ბიჭს გლოვობენ

თბილისში, მთაწმინდის პარკის პარკინგთან მდებარე შენობის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. დაღუპული 30 წლის რუსთაველი ლევან დვალია.

გარდაცვლილ ახალგაზრდას ექსპერტიზა ჩაუტარდა და სახლში გადაასვენეს. ორი დაშავებული მამაკაცი კი, ამ დრომდე, კლინიკაში რჩება.

,,ჩვენი მეგობარი ლევანი. ადამიანი, რომელზეც მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია. ვიცნობ იმათაც, ვინც დაშავდა, ლევანის მეგობრები არიან ისინი. ერთს ხელი აქვს მოტეხილი, მეორეს ფეხი. მომხდარის დეტალები არ ვიცი, ძალიან შეგვძრა ამ ფაქტმა და სიტყვებს ვერ ვუყრი თავს”, – ამბობს ოჯახის ახლობელი.

მსგავსი თემები