სომხეთის პარლამენტმა EU-ში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 64-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა. სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ კანონპროექტი პირველი მოსმენით გასულ თვეში მიიღო.

ცნობისთის, სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი ქვეყნის მთავრობამ 2024 წლის 9 იანვარს დაამტკიცა, რის შემდეგაც დოკუმენტი პარლამენტს გადაეგზავნა.

მსგავსი თემები