სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა

BBC-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა. სამხრეთ კორეის სხვადასხვა რეგიონიდან 23 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

ამ დროისთვის, უკვე 17 000 ჰექტარია დამწვარი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათასობით მეხანძრე და დაახლოებით 5 000 სამხედრო პერსონალი მუშაობს.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ძლიერი ქარი სალიკვიდაციო სამუშაოებს ხელს უშლის.

მსგავსი თემები