საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს ხვდება. პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრები გაიმართება ლატვიის სეიმის სპიკერთან, სეიმის თავმჯდომარის მოადგილესთან და საგარეო კომიტეტის წევრებთან.
ზურაბიშვილი ლატვიაში ვიზიტს ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაასრულებს, სადაც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრებს. ასევე, დაგეგმილია ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმადგენლებთან.