დროებითი საგამოძიებო კომისია ბადრი ჯაფარიძის საქმესაც პროკურატურაში გაგზავნის

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, პროკურატურას „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძის შემდეგ, ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც მიმართავს. გადაწყვეტილება კომისიამ ერთხმად ცოტა ხნის წინ მიიღო.

კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის განცხადებით, მიზეზი ის გარემოებაა, რომ ჯაფარიძე კომისიის სხდომაზე, „მისი მრავალჯერ გაფრთხილების მიუხედავად“, არ გამოცხადდა.

,,მე გთავაზობთ ვინაიდან სხვა გამოსავალი აღარ აქვს კომისია, სსკ-ის 349-ე მუხლით გათვალისწინებული ნიშნები სავარაუდოდ უკვე არის სახეზე, დანარჩენს პროკურატურა შეაფასებს, ეს აღარ არის ჩვენი საქმე და გთავაზობთ კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი ბატონი ბადრი ჯაფარიძის ქმედების, თუ უმოქმედობის საკითხი, გადავაგზავნოთ დღის ბოლომდე პროკურატურაში”, – თქვა კომისიაზე წულუკიანმა.

მსგავსი თემები