,,საჭიროების შემთხვევაში უკრაინელები შიშველი ხელებითაც იბრძოლებენ” – CIA-ს დირექტორი

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები შიშველი ხელებითაც გაგრძელებენ ბრძოლას, თუ მათ ხანგრძლივი მშვიდობისთვის პირობები არ ექნებათ.

,,რაც შეეხება უკრაინულ წინააღმდეგობას, უკრაინელი ხალხი და ჯარი უკვე რამდენიმე წელია არ არის სათანადოდ შეფასებული. დაზვერვის კუთხით ჩემი მოსაზრებებითა და დაკვირვებებით დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შიშველი ხელებით იბრძოლებენ, თუკი ეს მოუწევთ და თუ არ ექნებათ მისაღები პირობები ხანგრძლივი მშვიდობისთვის”, – განაცხადა რეტკლიფმა სენატში, სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომის დასრულებას იმ პირობებით ცდილობს, რაც გრძელვადიან მშვიდობას გამოიწვევს. ის ამბობს, რომ CIA-მ ტრამპის მიზნის მხარდასაჭერად ნაბიჯებიც გადადგა.

მსგავსი თემები