თბილისში, მთაწმინდის პარკის პარკინგთან მდებარე შენობის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. დაღუპული 30 წლის ლევან დვალია. დაშავებულია კიდევ ორი ახალგაზრდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:
„ყველაზე ჩუმად და უხმოდ დაგვტოვა. ყველაზე ხმაურიანმა და სიცოცხლით სავსე ბიჭმა“;
„როგორ მენანები იმ ქვეყნისთვის”;
„რატომ წახვედი ასე… ნათელში იყოს შენი სული ლევან“;
„ჩემო ძმაო, დაუჯერებელია შენი იმიერში წასვლა. მართლა მაგრად მატკინე გული. ასე ჯერ არავის გარდაცვალება არ მიმიტანია გულთან”;
„არ ვიცი, უშენოდ როგორი იქნება სამყარო”;
„ჩემო ბავშვობის მეგობარო, ლევან, ჩემო ხალისიანო და ყურადღებიანო ბიჭო, გული მტკივა, სული მეწვის, ეს რა საშინელი ამბავია ჩვენს თავს“, – წერენ კომენტარებში.