აშშ-ის სასამართლომ დროებით შეაჩერა ,,რადიო თავისუფლების” დაფინანსების შეწყვეტის ბრძანება

აშშ-ის სასამართლომ დროებით შეაჩერა ,,რადიო თავისუფლების” დაფინანსების შეწყვეტის ბრძანება. სასამართლოს განჩინების თანახმად, USAGM-ის მიერ “რადიო თავისუფლებისათვის” საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტა, სავარაუდოდ, თვითნებური და დაუსაბუთებელი იყო და სავარაუდოდ არღვევს ადმინისტრაციული პროცედურების აქტსა და აშშ-ის კონსტიტუციას.

,,რადიო თავისუფლების” ცნობით, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის და საქმის განხილვა გრძელდება. დღეს ფედერალური მოსამართლე USAGM-ის მხარეს მოუსმენს, ხოლო 28 მარტს ,,რადიო თავისუფლების”.

მოსამართლემ ასევე უნდა გადაწყვიტოს, საბოლოოდ დააკმაყოფილებს თუ არა “რადიო თავისუფლების” მოთხოვნას, რომ კონგრესის მიერ გამოყოფილი 77 მილიონი დოლარი, რაც 30 სექტემბრამდეა გათვალისწინებული, ორგანიზაციას სრულად გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალურ სააგენტოს არ დაევალება იმ საქმიანობის გაგრძელება, რომელიც განსაზღვრული არ არის. ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, USAGM-ის რესურსების შეზღუდვაზე, “ამერიკის ხმის” თანამშრომლები ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს, “რადიო თავისუფლებას” გრანტები შეუწყდა.

მსგავსი თემები