ევროკომისია მოუწოდებს თურქეთს, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები როგორც ქვეყანამ, რომელიც ევროპის საბჭოს წევრი და ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატია.
„ჩვენ გვსურს, თურქეთი დარჩეს ევროპასთან დაკავშირებული, მაგრამ ეს მოითხოვს მკაფიო ვალდებულებას დემოკრატიული ნორმებისა და პრაქტიკის მიმართ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ევროკომისიის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სტამბოლის მერი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეკრემ იმამოღლუ დააკავეს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, 19 მარტიდან 23 მარტამდე პერიოდში თურქეთში გამართული აქციების დროს 1 133 ადამიანი დააკავეს, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციების დროს 123 პოლიციელი დაშავდა. ასევე, უწყება ავრცელებს ცნობებს, რომ დემონსტრაციებზე დაკავებულებს შორის აღმოჩნდნენ ტერორისტულ დაჯგუფებებთან დაკავშირებული ადამიანები.