- სისხლში ამცირებს მავნე ქოლესტეროლის დონეს;
- ხელს უშლის თრომბების გაჩენას;
- ხელს უშლის ქსოვილების შეშუპებას;
- არეგულირებს სისხლის წნევას;
- ხელს უშლის თავისუფალ რადიკალებს უჯრედების დაზიანებაში.
- ეფექტურია მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციისთის…
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რასაც რისთვისაც აღნიშნული მცენარე სასარგებლოა. მისი სახელია გინკგო ბილობა, სამშობლო კი ჩინეთი.
როგორ მოხვდა საქართველოში პირველად? ყოფილ სსრკ-ში მაო ძედუნმა სულ 7 ნერგი გამოგზავნა, ერთ-ერთი კი საქართველოში მოხვდა.
ეს მცენარე დედამიწაზე არსებული ხეების სახეობებიდან ერთ-ერთი უძველესია, მის ნარჩენებს პოულობენ 270 მილიონი წლის წინანდელ ქანებშიც კი. მცენარე შეტანილია, როგორც გადაშენების პირას მყოფი სახეობა IUCN-ის წითელ ნუსხაში.
მას ასევე უწოდებენ “ცოცხალ ნამარხს”. ის დიდი ხანია აქტიურად გამოიყენება ჩინურ მედიცინაში. წარმოშობით ჩინეთიდანაა და ერთ-ერთი უძველესი ხის სახეობაა. მისი
ნაყოფი გარგარს წააგავს. კურკის მარცვალი იჭმევა როგორც მოხალული, დამწნილებული, მოხარშული თუ უმი.