ამერიკული და უკრაინული დელეგაციები მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს გამართავენ

ამერიკული და უკრაინული დელეგაციები მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს გამართავენ მას შემდეგ, რაც აშშ და რუსეთი დაასრულებენ თავიანთ შეხვედრას საუდის არაბეთში.

არსებული ინფორმაციით, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრაზე განიხილავენ უკრაინასთან წინასწარ შეთანხმებულ ვერსიებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. განხილვის საგანი იქნება ენერგეტიკულ ობიექტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტა, ასევე შავ ზღვაზე შეტევების შეჩერება.

ამ წუთებში, საუდის არაბეთში ამერიკულ და რუსულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მანამდე კი, 23 მარტს ერ-რიადში ამერიკული და უკრაინული დელეგაციები შეხვდნენ ერთმანეთს.

მსგავსი თემები