,,ბრიუსელის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა ხდება იმის გამო, რომ მთავრობა არის მშვიდობის მომხრე. ბრიუსელის პოლიტიკის მიუხედავად, უნგრეთი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს”, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ბრიუსელის ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში მიუღებელია. ეს ჩარევა იმის გამო ხდება, რომ საქართველოს მთავრობა არის მშვიდობის მომხრე და ძალიან სერიოზული მხარდაჭერა აქვს ჩვენგან. ჩვენ საქართველოს მთავრობას ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას, ბრიუსელის პოლიტიკის მიუხედავად.
ასევე, მიუღებელია უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა დიპლომატების მიმართ. ჩვენ ვეტო დავადეთ ამ მოსაზრებას და ასეც ვაპირებთ მომავალში. საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის ექნება და მივესალმებით, რომ საქართველომ საკუთარი ინტერესების მიხედვით უნდა იმოქმედოს“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
,,მივესალმებით იმ ფაქტს, რომ USAID-ის წყაროები და დაფინანსება შეწყვეტილია” – სიიარტო