რუსეთის დელეგაციის წევრმა გრიგორი კარასინმა რუსულ მედიასთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთისა და შეერთებული შტატების ექსპერტთა ჯგუფებს შორის ერ-რიადში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ყველაზე სერიოზული პრობლემები განიხილება.
კითხვაზე, არის თუ არა მხარეებს შორის რაიმე ურთიერთგაგება, კარასინმა უპასუხა: „როგორ შეიძლება არ იყოს, თუ უკვე ამდენი ხანია, სამი საათია, ვსხედვართ და სერიოზულ პრობლემებზე ვსაუბრობთ. ასე რომ, ვაგრძელებთ ამ საუბარს“.
ხოლო კითხვას, შესაძლებელია თუ არა რუსულ-ამერიკული შეხვედრები ექსპერტების დონეზე კიდევ გაიმართოს, კარასინმა განაცხადა, რომ ეს საკითხი მოგვიანებით დაიგეგმება.
საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დაიწყო