რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა შავი ზღვის ინიციატივის საკითხია.
მისი თქმით, შავი ზღვის ინიციატივის განხილვის წინადადება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან მიიღეს. ინიციატივის მიზანი კი შავ ზღვაში გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
,,რუსეთსა და შეერთებულ შტატებს აქვთ სურვილი, გადავიდნენ უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი განსხვავებული ასპექტია დასამუშავებელი.
საუბარია ქვეყნების სურვილზე და მზადყოფნაზე, გადავიდნენ მშვიდობიანი მოგვარების გზაზე – აქ ნამდვილად არის საერთო გაგება. ზოგადად, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი განსხვავებული ასპექტია დასამუშავებელი კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პესკოვმა.
საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დაიწყო