ბანკებში ერთი დოლარი, სამი ლარი ღირს

ბანკებში ერთი დოლარი უკვე სამი ლარი ღირს. გააგრძელებს თუ არა ლარი ვარდნას და გადაცდება თუ არა სამიან ნიშნულს, 17:00 საათზე გამოცხადდება. ბლუმბერგის სავაჭრო ტერმინალზე კი კურსი ისევ მზარდია. ამ დროისთვის ბლუმბერგზე ერთი დოლარი 2.9513 ლარად ივაჭრება.

მანამდე კი ბაზარზე პანიკაა. ბიზნესი უკვე აანონსებს საკვებსა და ყოველდღიური მოხმარების საგნებზე ფასების მატებას.

როგორც საინვესტიციო ჯგუფი „კაპიტოლის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ჯახუტაშვილი აცხადებს, ლარის კურსის ვარდნა, ინვესტიციების სიმცირის ბრალია.

“ადრე ვთქვი და გავიმეორებ – საქართველოში ქვეყნისთვის მოკლევადიან პერიოდში ყველაზე საჭირო საქმე ინვესტიციების განხორციელებაა, რაც უკიდურესად ძნელია. 2 წელიწადში გასაკეთებელ საქმეს ვუნდებით 5-6 წელი, რაზეც პასუხისმგებელი ცალსახად არის ხელისუფლება.  სწორედ ქვეყანაში ფულის შემოდინების დაბალი ტემპის ბრალია კურსიც, სოციალური გაჭირვებაც, ხალხის გაბოროტებაც და სასოწარკვეთაც”-აცხადებს გიორგი ჯახუტაშვილი.



მსგავსი თემები