ერთა ლიგის” “პლეი ოფის” განმეორებით მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს მასპინძლობს. შეხვედრის მეოთხე წუთზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ანგარიში გახსნა. შეხვედრა “დინამო არენაზე” მიმდინარეობს.
საქართველოს გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასეთია: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, კაშია, წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.
პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა.