ეკრემ იმამოღლუმ თურქეთის მოქალაქეებს მოუწოდა, იბრძოლონ თავიანთი უფლებებისთვის და შეუერთდნენ საპროტესტო აქციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
“მოვუწოდებ ჩემი თანამოქალაქეებს, ყველას, 86 მილიონ ადამიანს, მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან და აჩვენონ მსოფლიოს ჩვენი ბრძოლა დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის. მე ვდგავარ თავაწეული. ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნება“– წერს იმამოღლუ სოციალურ ქსელში.
დღეს სტამბოლის სასამართლომ ეკრემ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმამოღლუს დაკავებას სტამბოლსა და ანკარაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.