კირ სტარმერი ამბობს, რომ 28 თებერვალს თეთრ სახლში ტრამპსა და ზელენსკის შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ვაშინგტონი ზეწოლას ახორციელებდა ბრიტანეთზე და ზელენსკის მისამართით კრიტიკული განცხადებების გაკეთებას მოითხოვდა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა „ნიუ იორკ თაიმსთან“ განაცხადა.
„იმ დღეს ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრა არცთუ ისე კარგად წარიმართა. ჩვენზე ზეწოლას ახდენდნენ, რომ ძალიან კრიტიკულად გამოვსულიყავით, გამოგვეყენებინა მკაფიო ზედსართავები, რათა აღგვეწერა ის, თუ რას გრძნობდნენ სხვები. მე მივიჩნევდი, რომ უმჯობესია ყურმილის აღება და ორივე მხარესთან დალაპარაკება, რათა მეცადა, დამებრუნებინა ისინი ერთსა და იმავე გვერდზე“ – განაცხადა მან.