“უკრაინას აუცილებლად დაათმობინებენ ტერიტორიებს – მოხდება გადანაწილება”- მეუფე

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები შეაფასა. როგორც მეუფე ამბობს, უკრაინაში ომი დასრულდება და ტერიტორიების გადანაწილება მოხდება.

“დამთავრდება ეს ომი მოხდება გადანაწილება. ტერიტორიები განაწილება. მართლა ვაჟკაცურად იბრძოლეს უკრაინელებმა. იარაღით ეხმარებოდნენ. რა დარჩათ? სიკვდილი ნგრევა. ნატოსთვის იბრძოდნენ.

აუცილებლად დაათმობინებენ ტერიტორიებს-მოხდება გადანაწილება. 20 წლის მერე გაიხედეთ და ვის ხელში იქნებიან ეს ქვეყნები ნახავთ“- ამბობს მეუფე იაკობი.

მსგავსი თემები