აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შემდგომი ესკალაციის შეკავების მცდელობები „კონტროლს ექვემდებარება“.
„შესანიშნავი იქნებოდა ამის შეჩერების შესაძლებლობა. ასე ვიტყვი, სხვა ვერავინ შეძლებდა ამას. ვერავინ“ – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ „რაციონალური დისკუსიები“ და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, ასევე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი ურთიერთობები არის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების გასაღები.