სტამბოლოს მერი დააპატიმრეს

სტამბოლის კორუფციაში ეჭვმიტანილი მერი, ექრემ იმამოღლუ დაპატიმრების. გადაწყვეტილება ქვეყნის სასამართლომ მიიღო.

კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული სტამბოლის მერის, თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრის, ექრემ იმამოღლუს მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები თურქეთის ქალაქებში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა ასობით მომიტინგე დააკავეს.

„რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ იმამოღლუს დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და მხარდამჭერებს მშვიდობიანი დემონსტრაციებისკენ მოუწოდა.

 

მსგავსი თემები