თურქეთში საპროტესტო აქციებზე 323 ადამიანი დააკავეს

თურქეთში ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდამჭერ საპროტესტო აქციებზე 323 ადამიანი დააკავეს.

ღამის განმავლობაში სტამბოლის მუნიციპალიტეტის შენობასთან შეკრებილ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა.

გარდა ამისა,  400-მა თურქმა ხელოვანმა ღია წერილით მიმართა სასამართლოს და იმამოღლუს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

მსგავსი თემები