რუსებმა უკრაინას წუხელ 147 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, აქედან 97 – უკრაინელებმა ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, 25 დრონი დაიკარგა.
საოკუპაციო ძალებმა დრონები რუსეთის ქალაქებიდან: მილეროვოდან, ბრიანსკიდან, კურსკიდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს.
დრონებით თავდასხმის შედეგად კიევში დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის მამა და მისი ხუთი წლის ქალიშვილი. დაშავდა კიდევ 10 ადამიანი, მათ შორის 11 თვის ბავშვი. უკრაინული მედია წერს, რომ საჰაერო თავდაცვა ზედიზედ მესამე დღეა 100-მდე რუსულ დრონს ანადგურებს, კერძოდ, უკრაინელებმა გუშინ 100, გუშინწინ კი – 114 დრონი ჩამოაგდეს.