ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი დაიღუპა

ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი, სალაჰ ალ-ბარდაველი დაიღუპა. ინფორმაციას,  „ჰამასის“ წარმომადგენლები ავრცელებენ.

ადგილობრივების თქმით, ისრაელის საჰაერო იერიშს პოლიტიკური ოფისის წევრი, სალაჰ ალ-ბარდაველი და მისი ცოლი ემსხვერპლნენ.

შეგახსენებთ, ისრაელმა ღაზაზე დარტყმები სამშაბათს განაახლა და „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაგრძელების ჩაშლაში დაადანაშაულა.

მსგავსი თემები