ესპანეთში წყალდიდობას ებრძვიან

ესპანეთის რამდენიმე რეგიონში წყალდიდობას ებრძვიან.  ძლიერი წვიმის შედეგად ესპანეთის რამდენიმე ქალაქში წყალდიდობაა. შტორმ „მარტინიოს“ გამო რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

მადრიდში რამდენიმე გზაზე მდინარის ადიდების გამო გადაადგილება შეიზღუდა.

მუნიციპალიტეტ მეხორადა დელ კამპოში წყალდიდობის გამო 48 ადამიანი უკვე ევაკუირებულია.

ხელისუფლება აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არიან მოსახლეობის ევაკუაციისთვის.

 

მსგავსი თემები