კიევზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძრები, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და ავტომობილები.

უწყების ცნობით, ნგრევა დაფიქსირდა ქალაქის დნიპროვსკის, პოდოლსკის, გოლოსევსკის, დესნიანსკისა და შევჩენკოვსკის რაიონებში.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევის გარდა, საოკუპაციო ძალები თავს დაესხნენ ბუჩას რაიონს, სადაც ორი ადამიანი დაშავდა. ამასთან, რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქს KAB-ის მინიმუმ 4 მართვადი ბომბით დაარტყეს, რის შედეგადაც რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მსგავსი თემები