საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე სომხეთთან საპასუხო მატჩამდე პრესკონფერენციაზე გამართა და პირველი თამაშის მოგების (3:0) მიუხედავად, განაცხადა, რომ საპასუხო მატჩს გუნდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.
“პირველი თამაშის 3:0-ის მოგების შემდეგ მოთამაშეების მოტივაცია არ გაგვიჭირდება. განსხვავებული შემადგენლობა იქნება – ბიჭებმა იციან, რომ გუნდში დიდი კონკურენციაა და თუ ბოლომდე არ დაიხარჯებიან, სხვები ითამაშებენ. ჩვენ ყველა პოზიციაზე არაერთი ძლიერი ფეხბურთელი გვყავს”- განაცხადა მან.
საქართველოს ნაკრები სომხეთთან ორმატჩიანი პლეი ოფის მოგების შემთხვევაში უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონში დარჩება. საპასუხო შეხვედრა 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება.