სერბეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ვულინმა განაცხადა, რომ რუსი ჯაშუშები ეხმარებოდნენ ხელისუფლებას თვეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩახშობაში.
„მე ძალიან მადლიერი ვარ რუსული სპეცსამსახურების, რომელიც ყოველთვის გვიჭერდა მხარს ფერადი რევოლუციის წინააღმდეგ ბრძოლაში, პირველ რიგში, ინფორმაციულად. მათ იციან, როგორი საფრთხე ემუქრებოდა სერბეთს“- განაცხადა ვულინმა.
სერბეთში საპროტესტო გამოსვლები გასული წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს, როდესაც რკინიგზის სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევას 16 ადამიანი ემსხვერპლა.