აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კარგად მიდის. მისივე ინფორმაციით, შემდეგი საკითხი იქნება შეთანხმება მიწების გაყოფაზე.
„ცეცხლის შეწყვეტა გვექნება ბევრ მონაკვეთზე და ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. თქვენ იცით, მათ [უკრაინასა და რუსეთს] ბევრი იარაღი ჰქონდათ, რომელიც ერთმანეთისკენ ჰქონდათ მიმართული. ზოგიერთი ჯარისკაცი, სამწუხაროდ, სხვა ჯარისკაცების მიერაა ალყაში მოქცეული. ვაპირებთ, რომ ძალიან მალე გვქონდეს ცეცხლის სრული შეწყვეტა, ხოლო შემდეგ გვექნება შეთანხმება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები შეთანხმებაზე, შეთანხმება მიწების გაყოფაზე და ასე შემდეგ. სანამ ვსაუბრობთ, ეს განიხილება,” – განაცხადა ტრამპმ