გერმანია უკრაინას 3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს

გერმანიის პარლამენტმა 2025 წლისთვის უკრაინისთვის კიდევ 3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება დაამტკიცა. აღნიშნული 3 მილიარდი ევრო გერმანიის მიერ უკრაინისთვის 2025 წლისთვის უკვე დაგეგმილ 4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას დაემატება. 2026-2029 წლებისთვის გერმანიას უკრაინის დასახმარებლად დამატებითი კიდევ 8.3 მილიარდი ევრო აქვს გამოყოფილი.

უკრაინისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფა გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვეს.

მსგავსი თემები