აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ექსპრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული მასალების სრულად გასაჯაროების განკარგულება გასცა. ეროვნული არქივის ვებგვერდზე 2000-ზე მეტი დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია. კენედის მკვლელობის მკვლევრები ახლა ამ დოკუმენტების შესწავლას დაიწყებენ.
მედიის ცნობით, მასალებს შორის წარმოდგენილი იქნება დაურედაქტირებელი სოციალური დაზღვევის ნომრებიც.
როგორც ტრამპის განმარტავს, დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანების სოციალური დაზღვევის ნომრების დაფარვის შემთხვევაში, ხალხს შესაძლოა, გასჩენოდა კითხვები, თუ რატომ იყო დოკუმენტი დარედაქტირებული, ამიტომ მან მასალების სრულად გასაჯაროების განკარგულება გასცა.