ეს უძველესი და უდიდესი ბიბლიოთეკა, რომელიც მთლიანად მოჩუქურთმებულია ხით, სავსეა ღამურებით. ხის ჩუქურთმებში, თაროებში თუ წიგნების საცავებში ათასობით ღამურა ცხვრობს, რომლებსაც დღე სძინავთ, ღამით კი წიგნებს იცავენ.
ეს კოიმბრას უნივერსიტეტია, სწორედ ამ უნივერსიტეტში მდებარეობს ჯოანინას ბიბლიოთეკა, რომელიც არქიტექტურის საგანძურად ითვლება ღამურებთან ერთად. ორ საუკუნეზე მეტია, ბიბლიოთეკა წიგნების დაცვის უჩვეულო მეთოდს მიმართავს – შენობაში აცხოვრებს ღამურებს, რომლებიც წიგნის მწერევს ჭამენ და ამგვარად, უძველეს წიგნებს გაფუჭებისგან იცავენ.
ღამურები ფრენას ღამით იწყებენ, იკვებებიან მწერებით და ამ გზის გამოყენებით, ბიბლიოთეკას საგანძურის დასაცავად ქიმიკატების გამოყენება არ უწევს.
ამ ბიბლიოთეკაში დაახლოებით 60000 ტომია დაცული, მათ შორისაა იშვიათი ხელნაწერები.