აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მეექვსე თაობის ახალი ავიაგამანადგურებლის, „F-47“ შესახებ დააანონსა, რომელსაც „ბოინგი“ ააგებს. ტრამპის განმარტებით, სამხედრო საჰაერო ძალები უკვე დიდი ხანია მუშაობს უახლესი თაობის ავიაგამანადგურებელზე, რომლის მსგავსიც ამ დრომდე არავის უხილავს.
“ჩვენ გვქონდა „F-15“, „F-16“, „F-18“, „F- 22“ და „F-35“ და ახლა კი გვაქვს „F-47“ რომელიც ძალიან პირდაპირ და მკაფიო გზავნილია ჩვენს მოკავშირეებთან, რომ ჩვენ არსად მივდივართ და ჩვენ მტრებთან, რომ ჩვენ შევძლებთ ძალის პროექციას მთელს მსოფლიოში თაობების განმავლობაში“ – განაცხადა ჰეგსეტმა.