კურსკის რეგიონში გაზის გამანაწილებელ სადგურზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, უკრაინულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა, რომლებიც უკანონოდ შევიდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, განახორციელეს მიზანმიმართული აფეთქება სუჯის გაზის სადგურზე.
განცხადება გაავრცელა უკრაინის არმიის გენერალურმა შტაბმაც, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთი დისკრედიტაციის კამპანიას აწარმოებს. მათი თქმით, რუსებმა სუჯის გაზის გამანაწილებელი სადგური თავად დაბომბეს.