,,უნგრეთს სურს, რომ უკრაინა რუსეთსა და ევროკავშირს შორის ბუფერულ ზონად იქცეს” – იანოშ ბოკა

უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრის, იანოშ ბოკას განცხადებით, უნგრეთს სურს, უკრაინა რუსეთსა და ევროკავშირს შორის ბუფერული ზონა იყოს.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირმა უკრაინას აღარ უნდა დაუჭიროს მხარი იარაღით ან ფულით.

,,ბუდაპეშტი სკეპტიკურად უყურებს იმ საკითხს, რომ უკრაინის გაწევრიანება თავდაცვით ალიანსებში ევროპას მეტ უსაფრთხოებას მოუტანს. უკრაინას შეუძლია იყოს ბუფერული ზონა რუსეთსა და ევროკავშირს შორის, რაც ორივე მხარეს აწყობს. თუ აშშ და ევროკავშირი უკრაინაში რაღაცას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანხმობის გარეშე გააკეთებენ, ეს კონფლიქტის მიზეზი გახდება”, – განაცხადა იანოშ ბოკამ.

მსგავსი თემები