აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 24 მარტს შედგება

აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 24 მარტს გაიმართება, შეხვედრის ადგილი კვლავ საუდის არაბეთია.

,,ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ უკრაინისა და რუსეთის საკითხებზე, ძალიან მალე ვაპირებთ უკრაინასთან გარიგების გაფორმებას იშვიათ წიაღისეულებთან დაკავშირებით, რომლებსაც უდიდესი ღირებულება გააჩნია. ამას ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ.

ვისაუბრე პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან. ჩვენი დიდი სურვილია, ეს ყველაფერი დასრულდეს და ვფიქრობ, ამ მხრივ საკმაოდ წარმატებულად ვმოქმედებთ. იმედი მაქვს, ყოველ კვირას ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ”, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი თემები