კონორ მაკგრეგორი ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს

UFC-ის ყოფილი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი ინსტაგრამზე წერს, რომ ირლანდიის 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მან პირობა დადო, რომ ევროკავშირის მიგრაციის პაქტს ეროვნულ კენჭისყრაზე დააყენებს.

„კიდევ ვინ გამოვა ხელისუფლებისა და ამ კანონპროექტის წინააღმდეგ? ნებისმიერ საპრეზიდენტო კანდიდატი, რომლის წარმოდგენასაც შეეცდებიან, მათ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, მე კი გავუწევ. მეტი სიცხადისთვის, როგორც პრეზიდენტი, ამ კანონპროექტს რეფერენდუმზე დავაყენებ“, – აცხადებს მაკგრეგორი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ მაკგრეგორს ერთ-ერთი „საყვარელი ირლანდიელი“ უწოდა.

მსგავსი თემები