,,რუსებმა სუჯას გაზის სადგური უკრაინისთვის დაბრალების მიზნით, თავადვე დაბომბეს” – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსეთმა, უკრაინის დისკრედიტაციის მიზნით, სუჯას გაზის სადგური დაბომბა და ამაში უკრაინის თავდაცვის ძალები არ მონაწილეობდნენ.

,,რუსეთის ფედერაცია აძლიერებს თავის დისკრედიტაციის კამპანიას უკრაინის წინააღმდეგ. მაგალითად, მტერმა დაადანაშაულა ჩვენი თავდაცვის ძალები სუჯას გაზის საზომი სადგურის დაბომბვაში. ეს ბრალდებები უსაფუძვლოა.

მტერმა უკვე გააძლიერა დაგეგმილი დესტრუქციული საინფორმაციო ზემოქმედება მორიგი პროვოკაციით – დაბომბა ეს ობიექტი არტილერიით“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ოკუპანტი ქვეყანა თავისივე დაგეგმილ და განხორციელებულ ქმედებას იყენებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და უკრაინა აშშ-სთან დადებული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულოს.

აფეთქება კურსკის ოლქში, სუჯაში, 21 მარტის ღამეს მოხდა. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

მსგავსი თემები