„რუსთაველზე ანტისაოკუპაციო მიტინგის გამართვა უცნაურია, ვის ან რას სთხოვ?“ – მირიან წიკლაური

  •  

დეპუტატი მირიან წიკლაური, პალამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმიანება და ამბობს, რომ ეს პროცესი სწორედ რომ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და მას არანაირი ანტისაოკუპაციო დატვირთვა არ აქვს.

როგორც წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის, რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო.

„სააკაშვილი ირაკლი ოქრუაშვილზე იძახის, რომ ასეთი ვაჟკაცი კაცი მეორე არ დაბადებულა დედამიწის ზურგზე. არადა, სულ ცოტა ხნის უკან, ამ კაცს იჭერდა. არ შეიძლება ასეთი ორმაგი სტანდარტი. ცხადია, ის, რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა, ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ეს მცდელობა დღესაც გრძელდება. ჩემთვის ცოტა უცნაურია რუსთაველზე ანტისაოკუპაციო მიტინგის გამართვა. ნუ რა? რუსთაველზე ვის და რას სთხოვ? წადი მაშინ ამერიკის საელჩოსთან გამართე, ამერიკაში გამართე რუსეთის საელჩოებთან, ევროკავშირში გამართე რუსეთის საელჩოებთან, სტრასბურგში გამართე. რუსთაველზე რატომ ითხოვ? ჩემი აზრით ეს პირიქით რუსეთი წისქვილზე ასხამს წყალს“ – განაცხადა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები