ჩინეთში მარტის თვე საკმაოდ დატვირთულია მოსავლის აღების კუთხით. ამ სეზონზე ფერმერები დაკავებულნი არიან მოცვის კრეფითა და შეფუთვით. ამ ეტაპზე, მოცვი 11 ავტომატიზირებულ სათბურში იკრიფება, რომელიც იანგპის ავტონომიურ საგრაფოში, ტალი პაის ავტონომიურ პრეფექტურაში, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის იუნნანის პროვინციაში მდებარეობს.
საკმაოდ საინტერესო, სარგებლიანი და მომგებიანია ის ციფრული ტექნოლოგიები და გამწვანების ბაზა რომელსაც აქ იყენებენ და რომელიც საშუალებას იძლევა, გამრავლება და წვეთოვანი მორწყვის კონტროლი სმარტფონის საშუალებით განხორციელდეს და რეგულირდეს. ტერტირია 30 მ-ზე (2 ჰექტარს) მოიცავს.
ბაზა ძირითადად იყენებს ქოთნის სისტემას, თითოეულ ქოთანს აქვს ოთხი წვეთოვანი ისარი. მილები აკავშირებს ქოთნებს ერთმანეთთან, აწვდის წყალს, რათა უზრუნველყოს მორწყვისა და საკვები ნივთიერებების ზუსტი კონტროლი და დაზოგოს ხარჯები.