dailymail-ის ცნობით, ინდონეზიაში, ვულკან ,,ლევოტობის” ამოფრქვევის შედეგად, ჰაერში გაშლილი ვულკანური ფერფლის გამო, კუნძულ ბალის მიმართულებით და უკან ფრენები გაუქმდა.
ავიაკომპანია Jetstar-მა, არაუსაფრთხო პირობების გამო, პარასკევს დილით, ექვსი რეისი გააუქმა. ავიაკომპანია Qantas-ს აქვს დაგეგმილი დღისით ფრენები, რომლებიც ჯერჯერობით არ გაუქმებულა. ამასთან, Virgin Australia ელოდება ფრენებზე შეფერხებებს.