ბათუმში მოძრავ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

ბათუმში, ანგისის დასახლებაში, მოძრავ მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას ,,აჭარა თაიმსი” ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, ხანძრის შემდეგ ავტომობილი მთლიანად დაიწვა, არავინ დაშავებულა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.

მსგავსი თემები